|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 44 ობიექტი 321 000 ლარად გაიყიდა

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდე აუქციონის წესით თვითმმართველობის ბალანსზე არსებული, 52ობიექტი გაასხვისა. აქედან,  4ობიექტი გაიყიდა, 2 ხუთწლიანი იჯარით გაიცა, ხოლო დანარჩენი აღნაგობის ფორმით გასხვისდა.

ქონების პრივატიზებიდან მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ბიუჯეტში, ყველაზე მეტი თანხა  (320 902 ლარი) 44 გაიყიდული ობიექტიდან  შევიდა.

თავის მხრივ, გაყიდულ ობიექტებს შორის ყველაზე  მაღალ ფასად (65 924 ლარი) ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა.

ქუთაისის  მერიაში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვლეობა არ აქვს, თუ რომელი ფორმით (იჯარა, აღნაგობა და გაყიდვა) გასხვისებული ობიექტებიდან შევიდა თანხა ბიუჯეტში.

 „მთავარია, რომ ბიუჯეტში აისახოს.  თუმცა,  თანხის გამო,  არ ვართ იმის მომხრე, რომ 30 წლიანი იჯარით გაიცეს ობიექტები, როგორც ეს მოხდა ტროტუარების შემთხვევაში“,  – ამბობს ქუთაისის ვიცე–მერი ეკონომიკურ საკითხებში, კოტე ქავთარაძე. 

ადგილობრივმა იუჯეტმა,  მიმდინარე  წლის იანვრიდან ამ დრომდე, თვითმმართველობის ბალნსზე არსებული  ობიექტების პრივატიზებით, გასულ წელთან შედარებით ჯამში 100 740 ლარით მეტი მიიღო.

გასულ წელს არაფინანსური აქტივების გეგმა 4  587 000 ლარით იყო განსაზღვრული.  წლის ბოლოს კი, გეგმის შესრულებამ  მხოლოდ  807 312 ლარი (17.6%) შედგინა. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა