|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა დავით ნარმანიას გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახლად არჩეულ მერს დავით ნარმანიას გამარჯვება პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა , - ამის შესახებ ნათქვამია გიორგის მარგველაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 
მარგველაშვილი არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ დასრულებას თანამემამულეებსაც ულოცავს. 

"ეს არის ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
მინდა გამარჯვება მივულოცო დედაქალაქის ახალ მერს, ბატონ დავით ნარმანიას. ასევე ვულოცავ გამარჯვებას თითოეული ქალაქისა თუ სოფლის რჩეულს. ამ გამარჯვებით დასრულდა არჩევნები და იწყება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი: ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყოველდღიური თავდადებული შრომის პროცესი. ამ სირთულეებით აღსავსე გზაზე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. 
საზოგადოებას, რომელმაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მაღალი შეგნება და სამოქალაქო კულტურა გამოავლინა, ვუსურვებ არჩევნების საბოლოო შედეგების გამართლებასა და შემდგომ წინსვლას ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
წყარო. 
წყარო:ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა