|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს. 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამის ვარაუდი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. გასაღებზე წვდომის უფლება შსს-ს დარჩა. მათივე თქმით, მათთვის ჯერ დაზუსტებით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს პრეზიდენტი. 
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრი მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფით საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა