|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს კომისიებში ცვლილებები განხორციელდა

ქუთაისის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა, რასაც   საკრებულოს კომისიების შემადგენლობის განახლება მოჰყვა.   საკრებულოს  იურიდიულ კომისიას ორი წევრი,  ნიკოლოზ ლატარია და ბექა ყანჩელი დაემატა. 
„რეგლამენტიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს არ ჰქონდათ კომისიებში მუშაობის უფლება. საკრებულოში არსებული 5 კომისიიდან საკრებულოს წევრს შეუძლია 2 კომისიაში  მიიღოს მონაწილეობა. მე და ნიკა ლატარია გადავნაწილდით საბიუჯეტო, იურიდიულ 
და ეკონომიკურ კომისიებში.“- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ყანჩელმა.

 გარდა ამისა,  შეიქმნა ახალი,  "ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია", დღესვე დამტკიცდა მისი შემადგენლობა.  „ზოგს არ აქვს სახლი და ავტოფარეხში ცხოვრობს, შესაბამისად,  ხდება იმ მიწის დამტკიცება, რომელსაც მოქალაქე  რეალურად ფლობს. მუდმივმოქმედ კომისიას  აქვს უფლება დაამტკიცოს მიწა. კომისიის შემადგენლობაში არიან საკრებულოს წევრები, ასევე მერიის წამომადგენლები." განაცხადა ბექა ყანჩელმა.   
მუდმივმოქმედ კომისიას ლაშა გვენეტაძე უხელმძღვანელებს.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა