|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა „საიას“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა

  საქართველოს პრეზიდენტი  ცენტრალური საარჩევნო კომისიაში გაჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე   ასარჩევად პარლამენტს ორ კანდიდატურას სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი "საიას" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძვანელი გიორგი ჭიქაბერიძეა,  მის კონკურენტად ნათია ჯიქიას კანდიდატურა სახელდება.

ნათია ჯიქია საჯარო პოლიტიკის მაგისტრია, ის 2014 წლიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველია, მანამდე კი წლების განმავლობაში საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში -NDI  მოღვაწეობდა.  გიორგი ჭიქაბერიძის გამოცდილებას კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში  მრავალწლიანი საქმიანობა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობაა.

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაკანსია საარჩევნო კომისიის წევრის კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ამოწურვის შედეგად შეიქმნა.

საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ვაკანსიაზე კანდიდატურებს, სავარაუდოდ,  უახლოეს სხდომაზე განიხილავს. პრეზიდენტმა კანდიდატურები 2014 წლის 31 დეკემბერს წარადგინა, კანონის თანახმად, მისი განხილვა ორი კვირის ვადაში უნდა მომხდარიყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა