|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში სასულიერო პირის ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

წყალტუბოში ტაბიძის ქუჩაზე გოლფის ფირმის მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ადგილზე წყალტუბოს სახანძრო - სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ ეტაპზე ხანძრის გამოწვევი მიზეზები უცნობია. "შეტყობინება 19 საათსა და 50 წუთზე შემოვიდა. 20 საათსა და 18 წუთზე მოვახერხეთ ხანძრის ჩაქრობა. როცა მოვედით ადგილზე მთლიანად ეკიდა ავტომობილს ცეცხლი. რამ გამოიწვია ხანძარი ჩვენთვის უცნობია.  ";- განუცხადა "newpress.ge"-ს წყალტუბოს სახანძრო სამაშველოს უფროსის მოადგილემ თამაზ ბენიძემ. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის მოძღვარს ეკუთვნის. ხანძარი  ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია და მის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა