|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტორალი გაიმართა (ვიდეო)

  ქუთაისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საუკუნის წინანდელი დოღის ტრადიცია წელს ავტომანქანებით რბოლამ ჩაანაცვლა. 

  ავტორალში, რომელიც ქუთაისში,  ირაკლი აბაშიძის გამზირზე გაიმართა,   40-მდე ავტომრბოლელი  მონაწილეობდა. შეჯიბრებაში  სამი საპრიზო ადგილი გამოვლინდა.  გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სხვა წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ.
 ღონისძიებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, მაყურებელთა გარკვეული ნაწილი ჯებირებს მიღმა გადმოვიდა, რამაც რბოლის შეფერხება გამოიწვია, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა.
 მსგავსი სახის ღონისძება ქუთაისში პირველად ჩატარდა, თუმცა როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან,  ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მას გაგრძელება მოჰყვება.

ავტორი: გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა