|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კიევი-ქუთაისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა

 დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დილით 6 საათზე კიევი-ქუთაისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა. მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს დღეიდან ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეეძლებათ.  ავიაბილეთის საფასური ორი გზა 136 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ.
პირველ რეისს აეროპორტში ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დახვდნენ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა