|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე?

"ნიუპრესი" აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამ ჯერზე ქუთაისის მაჟორიტარი–დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.

დეპუტატს ჰყავს მეუღლე ირმა სანიკიძე და შვილები: ნინო და ლევან სანიკიძეები.

გუბაზ სანიკიძე ფლობს ოთხ სხვადასხვა ზომის (ჯამში 642 00კვ.მ) ფართობს ამბროლაურის რაიონის, სოფლებში: ჭყვიშსა და ბუგეულში, 2012 წლის მონაცემებით კი სანიკიძე ამბროლაურის რაიონის, სოფელ ჭყვიში მხოლოდ 60000 კვ.მ ფართობს ფლობდა. ამასთან ერთად მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ცინცაძის ქუჩაზე მდებარე 150 კვ.მ ფართობის ბინა.

ოჯახი ფასიან ქაღალდებს არ ფლობს. რაც შეეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშით: ირმა სანიკიძეს ,,საქართველოს ბანკი სახელფასო 500.00 ლარი აქვს.  გუბაზ სანიკიძე თი–ბი–სი ბანკში  მიმდინარე მონაცემებით 300.00 ლარი, ასევე ირმა სანიკიძეს თი–ბი–სი ბანკის  ანაბარზე  25000.00 აშშ დოლარს აქვს მითითებული.

2012 წლის მონაცემებით ოჯახის სახელზე არცერთ ბანკში თანხა არ ირიცხებოდა. მხოლოდ ირინა სანიკიძის სახელზე ნაღდი ფულის სახით მითითებული იყო 700.00 ლარი.

 

ოჯახი ფლობს ძვირადღირებულ იშვიათ გამოცემებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა