|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება ჩემთვისაც მიუღებელია"-ირაკლი კობახიძე

 კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს, უკვე გახდა ოპოზიცისა და საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის და თვით პარლამენტის თავმჯდომარის უკმაყოფილების მიზეზი. 

უთანხმოების მთავარი მიზეზი მმართველ პარტიაში, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვას აკანონებს. 
საკითხი  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება,  პირადად მისთვისაც მიუღებელია, ისევე როგორც  კოლეგების დიდი ნაწილისათვის. "იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ ჩვენ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც პირადად ჩემთვისაც არის მიუღებელი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისათვის. რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც ინფორმაციის გასაჯარეოებას გამორიცხავს. ეს არის: - სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის, ინფორმაციის აღიარების პირობები და საფუძვლები. იყო საუბარი და აზრთასხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდა და ეს ინტერესიც არის ასახული ახალ რედაქციაში”, - განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა