|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

იოსებ ხახალეიშვილი: თქვენ, პედაგოგები ხართ ჩვენი ქვეყნის უპირველესი საზრუნავი

განათლება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდეა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერაფერზე თუ არ გვექნება გამართული განათლების სისტემა და არ გვეყოლება ფუნდამენტური  განათლების მქონე ადამიანი. ამიტომ თქვენ, პედაგოგები ხართ ჩვენი ქვეყნის უპირველესი საზრუნავი, რადგან თქვენზეა დამოკიდებული როგორი მომავალი თაობა გვეყოლება", - ასე მიმართა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პედაგოგებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა.

საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებთან ერთად მერობის კანდიდატმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე, განხორციელებულ პროექტებსა და გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა.

"2019 წელს "ქართული ოცნების“ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა განათლების სისტემის განვითარება. 2012 წელთან შედარებით, განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 95, მასწავლებლის საბაზო ხელფასი – 65, საშუალო ხელფასი კი 120%-ით გაიზარდა, 130%-ით გაიზარდა უმაღლესი, 389%-ით კი პროფესიული განათლების დაფინანსება. 600 000-მდე მოსწავლე უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებით და ეს არის "ქართული ოცნების" გუნდის მიერ დანერგილი სიახლეების არასრული ჩამონათვალი. წინ კიდევ ბევრი კარგი ცვლილებაა. მე ყოველთვის მივესალმები ყველა კარგ წამოწყებას განათლების სფეროში, ვინაიდან ჩემი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს ისეთი გამართული სკოლები და სასწავლებლები, რომ ნიჭიერ და უნარიან ახალგაზრდებს ჩვენი ქალაქიდან წასვლა არ მოუნდეთ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა