|
  • EUR 1 = GEL 3.6582
  • USD 1 = GEL 3.1181
|

"იქნება სიურპრიზები" - ქუთაისში "ვენდისის" გახსნაზე დრამშოუ დაუკრავს

ქუთაისში "ვენდისის" რესტორნის გახსნა 2 მაისს 14. 00 საათზე საზეიმო ვითარებაში მოხდება.

"ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილის განცხადებით,  გახსნის ცერემონიალზე დრამშოუ დაუკრავს.

 "ახალი რესტორნის გახსნას დავამთხვიეთ ახალი მექსიკური ბურგერის - "არიბა" შეთავაზება, რომელიც დაემატება ჩვენს მენიუში, იქნება სიურპრიზები, სახალისო შოუები. იქნება აქცია და სპეციალური ფასები", - განაცხადა  რუსუდან კბილაშვილმა. 

ქუთაისში "ვენდისის" რესტორნის მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, განცხადებები მის გახსნასთან დაკავშირებით უკვე 2015 წლიდან კეთდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებდნენ,   რესტორანში 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.01%
გაუარესდა - 67.25%
არ შეცვლილა - 13.74%
სულ - 342 ხმა