|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა,  მათ შორის უამრავი ბავშვია. დაღუპულთა შორის დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. კერძოდ, რუმინეთმა უკვე დაადასტურა, რომ სტიქიას  ორი  მისი მოქალაქე ესხმვერპლა. 

დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, კიდევ  გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია დარჩენილი. 

ამჟამად სტიქიით დაზარალებულ ქალაქებში 5 000-მდე მაშველი და მოხალისე მუშაობს. სამაშველო ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ სამხედროები, პოლიციის თანამშრომლები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წევრები.

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების  ¾ ნანგრევებად იქცა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა