|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

კახა ჩხეტიანი: რუსულად რატომ არ ვსაუბრობ? იმიტომ, რომ ჩემი ენა უძველესი და ლამაზია!

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასვლაზე "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხების შემდეგ, "ტორპედოს" მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რაზეც მან მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა:

 

- გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?
- იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!
 
შეგახსენებთ, "ტორპედოში" არსებული ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ათამდე ფეხბურეთლმა დატოვა, კახა ჩხეტიანმა მოკლე ხანში, ფაქტობრივად, ახალი გუნდი შექმნა. მისი თქმით, ვიდრე "ტორპედოს" პრობლემები აქვს კლუბს არ დატოვებს.
 
 
წყარო: sportall.ge
 
კახა ჩხეტიანი: "სანამ ქუთაისის "ტორპედოში" პრობლემა იქნება, გუნდს არ დავტოვებ"

ავტორი: ნიუპრესი