|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთში ადასტურებენ,რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის

ჩინეთში ადასტურებენ, რომ გავრცელებული ვირუსი, კორონავირუსი, ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამის შესახებ გამოცემა INDEPENDENT იუწყება.

ჩინეთის ხელისუფლების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სამხრეთ ჩინეთში 2 ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.

ჩინეთში,  ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქალაქ უხანში კონტროლი გაამკაცრა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის მოქალაქეების დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ. 

კონტროლი გამკაცრდა აეროპორტზე, რკინიგზაზე, ავტოსადგურებზე. საგანგებო ზომები 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს. აკრძალულია ფრინველისა და შინაური ცხოველების გადაყვანა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 224 შემთხვევაა აღრიცხული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების შემთხვევები გამოვლინდა იაპონიაში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში. სარწმუნო ვერსიით, ვირუსი ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოიშვა, ვუჰანში.

დაავადება აღმოაჩნდა ბრიტანელ ტურისტს ტაილანდში აღმოაჩნდა, რომელიც ვუჰანიდან წავიდა. 

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გლობალური ინფექციური დაავადებების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, 12 იანვრის მდგომარეობით ვუჰანში ავადმყოფობისთვის მახასიათებელი  სიმპტომებით 1237 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა