|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 337 დაფიქსირდა

 ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 337 შემთხვევა დაფიქსაირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა. 

 "1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში 337-ს, ხოლო აჭარაში 296-ს. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში, 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე -ჯავახეთში 11, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით,  შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამ კუთხით გვაქვს პოზიტიური მოლოდინები.

დღეის მდგომარეობით 18 692 აქტიური შემთხვევაა. 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1969 პირი, ხოლო აჭარაში 657. მათ შორის მძიმე პაციენტია 401, საიდანაც თბილისში 159, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 პირი, საიდანაც თბილსში 71 მკურნალობს, აჭარაში 23. 12611 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 27736 პირი.

 დღეს კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს.  ჯამში,  დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობა 30303-ს შეადგენს. 

ავტორი: ნიუპრესი