|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორპუსების ფასადების მოწესრიგება მოსახლეობისთვის პრიორიტეტი ვერ გახდა

ქუთაისში მრავალსართულიანი ბინების ფასადების ნგრევას ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი შემთხვევა გასულ წელს მოხდა, მეორე კი გუშინ, რა დროსაც 12 წლის გოგონა დაიღუპა.

ქალაქის მერიაში არსებობს პროგრამა "კორპუსი", რომლის ფარგლებშიც მრალსართულიანი ბინების რეაბილიტაცია ხდება. პროგრამა რამდენიმე პროექტს მოიცავს და ამხანაგობების მიმართვის შემთხვევაში მერია თანადაფინანსებით ლიფტების, სადარბაზოების, გადახურვისა და პარაპატების რეაბილიტაციას ახდენს. მერია სამუშაოების ღირებულების 90%-ს ანაზღაურებს, მოსახლეობამ დარჩენილი 10 %-ის გადახდა უნდა უზღუნველყოს.

შარშან მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ თვითმმართველობამ მოსახლეობას პარაპეტების პროექტის გააქტიურებისაკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, როგორც იმ დროს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებდა, პარაპეტების რეაბილიტაციის მოთხოვნით მერიაში არცერთი განცხადება არ შესულა. გასულ წელს კი, თვითმმართველობას მხოლოდ 6 კორპუსის წარმომადგენლებმა მიმართეს.

"ჩვენი პროგრამის ფარგლებში არაერთხელ მივმართეთ ამხანაგობებს მოეწვდინათ განცხადებები პარაპეტების მოწესრიგებისთვის. მიუხედავად ამისა, გასულ წელს მხოლოდ 6 კორპუსის წერილი მივიღეთ. რაც აჩვენებს, იმას, რომ პარაპეტების რეაბილიტაცია, მოსახლოებისთვის პრიორიტეტული ვერ გახდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უკვე დაწყებულია პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში განცხადებების, მიღება და მალე დაიწყება კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები", - განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

ეზოების კეთილმოწყობის, სადარბაზოების, ლიფტების, პარაპეტების, ფანჩატურების, ძელსკამების, სახურავების და არტაქციონების მოსაწესრიგებლად გასული წლის ბიუჯეტი 3 846 100 ლარი იყო. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 280 300 ლარი, რასაც დაემატება რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა