|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა გვენეტაძეს ნასამართლეობა მოეხსნა

ქუთაისის  ყოფილი და ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს ნასამართლეობა, ასევე პირობითი მსჯავრი მოეხსნა.

როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, ამ მოთხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა.

"კანონის მიხედვით, ნასამართლეობის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მივმართე. მან ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა და როგორც ნასამართლეობა, ასევე პირობითი მსჯავრი მომეხსნა", -განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ლაშა გვენეტაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 7 თვემდე ვადა გაატარა, შემდეგ კი ის უდოს კომისიის გადაწყვეტილებით,  ანუ ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლდა. 

 ქუთაისის სასამართლოს მიერ მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ქონდა შეფარდებული. მის მიმართ გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითა მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო  ლაშას ძმა, შოთა გვენეტაძე, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ასევე მათი მეგობარი,რომელსაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თვითმმართველობის არჩევნებში ლაშა გვენეტაძე მმართველი პარტიამ  საარჩევნო სიის მეექვსე ნომრად წარადგინა, რის შედეგადაც ის ახალი მოწვევის  საკრებულოს წევრი გახდა. მას დეპუტატის მანდატი საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად დღეს გადაეცა.

 

"ნასამართლევი დეპუტატი საარჩევნო სიაშია, გაკვირვებულები ვართ ბიძინას დემოკრატიით"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა