|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლეილა ვაჩნაძემ საცხოვრისში განთავსებაზე თავად განაცხადა უარი"- ქუთაისის მერია

სოციალურად დაუცველი ლეილა ვაჩნაძის განცხადებას ქუთაისის მერია გამოეხმაურა. საბინაო სამსახურში განმარატავენ, რომ მოქალაქემ სოციალურ საცხოვრისში ცხოვრებაზე უარი თავად განაცხადა. 

"მოქალაქე ლეილა ვაჩნაძის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ 2017 წლის ნოემბერში, საცხოვრისის კომისიის მიერ, სათანადო ქულის არარსებობის გამო უარი ეთქვა საცხოვრისში განთავსებაზე, თუმცა ის იყო, როგორც რიგში მდგომი მოქალაქე, 40 სარეიტინგო ქულით, რომელსაც საშუალება ექნებოდა ბინის გამოთავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულ საცხოვრისში დაეკავებინა მათთვის განკუთვნილი ფართი.

2019 წლის იანვარში, როდესაც შევთავაზეთ მას გამოთავისუფლებული ფართი, ლეილა ვაჩნაძემ თავისივე განცხადებით უარი თქვა აღნიშნულ საცხოვრისში განთავსებაზე, იმ მიზეზით, რომ თითქოს იქ არ არის წყალი, არ არის ბუნებრივი აირი და ა.შ. ამავდროულად, 2018-2019 წლებში ქალაქის მერის ბრძანების შესაბამისად, როგორც ლეილა ვაჩნაძეს, ასევე მის შვილს გაწეული აქვთ მატერიალური დახმარებები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ყველა დახმარება, რაც კი გაცემული იყო სურსათ-სანოვაგეს კუთხით, ახალ წლის თუ სააღდგომო ნობათები, ყველა ეს დახმარებები აქვთ მიღებული, როგორც დედას, ასევე შვილს. ასევე მათ მიღებული აქვთ ე.წ. ქართულ-გერმანული დახმარებაც. რაც შეეხება საცხოვრისს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საცხოვრისში განთავსებაზე თავად განაცხადა უარი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რა თქმა უნდა, არსებობს", - აცხადებს ჯონი არაბიძე.

ლეილა ვაჩნაძემ თავშესაფრის მოთხოვნით განცხადება 6 ივლისს გააკეთა. მისი თქმით, მერია საცხოვრებელზე უარს ეუბნება. რაც შეეხება სოციალურ საცხოვრისს განმარტავს, რომ იქ ცხოვრებზე უარი თავად საბინაო სდამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ ათქმევინა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა