|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 37-ე საჯარო სკოლის კედელზე პოეტ ზურაბ გორგილაძის ლექსი განთავსდა

ქუთაისის #37-ე საჯარო სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის ცნობილი დიდი ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის ლექსის კალიგრაფიული ნიმუში ,,ჩაუმქრალი სანთლები“ იგივე ,,ჰოიდა ნანა“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ღონისძება ჟურნალისტ შალვა კამლაძის ინიციატივით და თურქეთში მოღვაწე ქართული ენის მასწავლებელის მერი დიასამიძის მეცენატობით გაიმართა.
ლექსის კედელზე გადაწერის ღონისძიებას მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ზურაბ გორგილაძის და მერი დიასამიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატმა მერაბ კვიცარიძემ უმასპინძლა. 
პროექტი ,,ლექსი კედელზე“ უკვე 4 წელია არსებობს.  პროექტის ფარგლებში 9 კალიგრაფიული ნამუშევარია შექმნილი.  საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების კედელზე კი კალიგრაფიულად შესრულებული ლექსი პირველად  განთავსდა.
 

ავტორი: ნიუპრესი