|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლონდონში დაცული საგანძური ვანის მუზეუმში განთავსდება“(R)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გამართა.

კანდიდატმა შეხვედრებზე დეტალურად მოისმინაის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩეველს ის სამომავლო გეგმები გააცნო რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისთვის აქვს დაგეგმილი.

–”ქართული ოცნების ხელისუფლება ბიუჯეტის 26% სოციალურ პროექტებზე ხარჯავს, ეს არის ჰუმანური მთავრობის მიერ გადადგმული ჰუმანური ნაბიჯი, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება. სწორედ "ქართული ოცნება" იქნება ის პირველი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ლონდონის მუზეუმში დაცულ საგანძურს დაუბრუნებს და ვანის მუზეუმში განათავსებს. ხალხზე ორიენტირებული მმართველობით კი შევძლებთ მყარი და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ“, –განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა