|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაკდონალდსის" და "არგოს" მშენებლობის უკან ქალაქის მერის ინტერესები იკვეთება

არასამთავრობო ორგანიზაციის " ევროპა ჩვენი სახლია"  თავმჯდომარემ გია გოქაძემ ქალაქის ცენტრში  გასხვისებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში მიმდინარე მშენებლობების უკან ქალაქის მერის პირადი ინტერესები იკვეთება.  გოქაძის თქმით, ქალაქის მერი 9 აპრილის მემორიალის გადატანას და იქ მშენებლობის ნებართვის გაცემას გეგმავს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "მაკდონალდსის" და  "არგოს" მშენებლობის უკან ქალაქის მერის ინტერესები იკვეთება. შოთა მურღულიამ იცოდა, რომ ცენტრალურ მოედანზე არსებული კიბეების გასხვისებას დიდი გამოხმაურება მოყვებოდა და მარტივად გათვალა და გადასცა ეკონომიკის სამინისტროს. ამას გარდა "არგოს" მშენებლობის უკანაც მისი და  საკრებულოს რამდენიმე  წევრის ინტერესები იკვეთება. ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა ყოველთვის ქალაქის მერის  დავალებას ასრულებს, არასდროს არიან კრიტიკულები. ახლა სურთ, 9 აპრილის მემორიალი გადაიტანონ და მიმდებარე ტერიტორია გაასხვისონ, რაც არის მარაზმი. ქალაქი შევიდა ჩიხში. ძალიან ძნელია ამ ქვეყანაში ისაუბრო კანონიერებაზე",- განაცხადა გოქაძემ.

ის მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ოირგანიზაციებს მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ,  9 მარტს შეიკრიბონ და აღნიშნული საკითხები განიხილონ.

თვითმმართველობაში ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გოქაძის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მემორიალის გადატანაზე საუბარი გასულ წელს დაიწყო. იმ დროისთვის მემორიალის გადატანის მიზეზად, ახლომდებარე რესტორნის მიერ ძეგლის შეურაცხყოფა დასახელდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა