|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერია მზად იყო, სამუშაოები შეესრულებინა, მაგრამ მოსახლეობამ თავად თქვა უარი"

ქუთაისში, გუნიას ქუჩის მცხოვრებთა პროტესტს მერიაში პასუხობენ.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, მერია მზად იყო ბელიაშვილი-გუნიას ქუჩის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, სადაც სანიაღვრე არხი არ არსებობს ეს სამუშაოები შეესრულებინა და ადგილზე სისტემა მოწესრგებულიყო. მისი თქმით, სწორედ მოსახლეობის ნაწილმა, ვის სახლთანაც უნდა გაჭრილიყო სანიაღვრე არხი, უარი განაცხადა ამ სამუშაოს შესრულებაზე.
​,,ბელიაშვილი-გუნიას ქუჩა პროექტის მიხედვით დაიგო. მოწესრიგდა არა მხოლოდ ასფალტის სავალი ნაწილი, არამედ სანიაღვრე ქსელი. პროექტით არ იყო გათვალისწინებული ერთ-ერთ მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელის გაყვანა, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აქ სანიაღვრე სისტემა აუცილებელი იყო და მოსახლეობასთან შევათანხმეთ. სწორედ მოსახლეობამ განაცხადა უარი ადგილზე სანიაღვრე არხის მოწყობაზე. შესაბამისად, მათი სურვილის საფუძველზე არ მოხდა დარჩენილ მცირე მონაკვეთზე სანიაღვრე არხის მოწყობა,"-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ბელიაშვილი-გუნიას ქუჩაზე მოსახლეობას გზის პრობლემა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში აწუხებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა