|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი გახდა

მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი გახდა. ოფიციალური გაწევრიანება ამსტერდამში, ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე 29 ნოემბერს შედგა. 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის  კოტე აბაშიძის განცხადებით, ეს მესხიშვილის თეატრისათვის განვითარების ახალი შანსია.
,,ევროპული თეატრების კონვენციაში გაერთიანება მესხიშვილის თეატრისათვის არის განვითარების შესაძლებლობა, გაეცნოს თანამედროვე ევროპული თეატრების გამოცდილებას, ინოვაციურ და კრეატიულ ხედვებს, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში და გახდეს ევროპის დიდი თეატრალური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი"-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა