|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მიმდინარეობს ტროტუარების რეაბილიტაცია, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა"

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულებს შეხვდა და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, ტროტუარებს, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურულად გაიმართება.


„უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა. ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე, ტერიტორია უკვე დასუფთავდა. ამჯერად  იმ ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა. ადგილზე ინფრასტრუქტურაც გაიმართება და მოწესრიგდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა