|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მინდა, ხელისუფლებას ქუთაისში მომხდარი ძალადობის რამდენიმე ფაქტი შევახსენო" -გია გოქაძე

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისში მმოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე ეხმიანება და ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს. 

"მინდა ხელისუფლებას ქუთაისში მომხდარი ძალადობის რამდენიმე ფაქტი შევახსენო, რომელთა უკანაც თავად მმართველი ძალა მოიაზრება. პირველი - მოქალაქე ლევან აბზიანიძის გარდაცვალების შემთხვევა - დღემდე ყველა ხელს იშვერს სამართალდამცავების მიმართულებით, თუმცა ამას ყურად არავინ იღებს. იქაც იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ პროკურატურა აქ დაყრუვდა.  მეორე - მოქალაქე სულხან ქობულაძის გატაცება მაღალი თანამდებობის პირების მიერ და მასზე ფიზიკურ ძალადობა. მიუხედავად პროტესტისა და სხვა მშვიდობიანი აქტივობებისა, პროკურატურა აქ დაბრმავდა. მესამე - "ენმ"- ის ქუთაისის ოფისს დარბევა "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და მათ მიერ დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ, - პროკურატურა აქაც დაბრმავდა. მეოთხე- მაჟორიტარობის კანდიდატ გიგი წერეთელზე თავდასხმა "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ - აქაც წაუყრუა პროკურატურამ. ეს ყოველივე მოხდა ქუთაისში, ესაა მოკლე ჩამონათვალი.  "ქართულმა ოცნებამ" დაადგინა ცალ კარში თამაში, თუმც არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მოქალაქეები მათსავით დაყრუვდებიან, ან დაბრმავდებიან", - განაცხადა გია გოქაძემ.

მისი თქმით, უსაფუძვლოა ხელისუფლების მიერ ძალადობრივ მოვლენებში ოპოზიციური პარტიების დადანაშაულება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა