|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მისი აუხდენელი ოცნება სამშობლოში გამოფენის გამართვა იყო"

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური დღეს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. 

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკაში მოღვაწეობდა, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სიურიალისტი მხატვარი სხვადასხვა  გამოფენებში მონაწილეობდა. იყო სამხატვრო აკადემიების წევრი.  მისი სურვილი იყო ქუთაისში გამოფენის გამართვა, რაც არ აუსრულდა. 

"ნიუ-იორკში, მშობლიურ ფესვებს ოცწლიანი განშორების შემდეგ, მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი მხატვარი, საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, გულნარა წიკლაური.
ყველაზე დიდი აუხდენელი ოცნება, რომელიც ნიჭიერმა ხელოვანმა თან წაიღო, სამშობლოში გამოფენის მოწყობა და მონატრებულ თანაქალაქელებთან შეხვედრა იყო“- წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

ერთი კვირის წინ გულნარა წიკლაური ამერიკაში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის ინფარქტით და ინსულტით გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქართველოში გუშინ გადმოასვენეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა