|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

პარტიის თავმჯდომარე წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბა. მათ კიდევ ერთხელ დაგმეს სააკაშვილის პატიმრობა და პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, სააკაშვილოს გათავისუფლებისთვის 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რაც ნიშნავს, რომ სააკაშვილის უკან დგას მთელი საქართველო.

ადგილობრივ ორგანიზაციებს წალენჯიხიდან წამოსული კოლონა შეუერთდა.

აქციის მონაწილეები ქუთაისიდან თბილისში, ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლებენ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა