|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოგიწოდებთ, ატაროთ პირბადე ღია სივრცეშიც - ამირან გამყრელიძე

ვაქცინის დამტკიცებამდე კორონავირუსისთვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, მოგიწოდებთ, ატაროთ ღია სივრცეშიც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული პროგნოზით, მსოფლიოში კორონავირუსს იმაზე მეტი ადამიანი შეეწირება, ვიდრე ოთხ დიდ ინფექციას – ტუბერკულიოზს, შიდსს, მალარიასა და ჰეპატიტს.

„გუშინ ახალი მონაცემები ამოვკრიბე ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული ჟურნალებიდან და დაცვის ყველაზე უკეთესი საშუალება არის პირბადე. მისი ტარება, როცა ინფექციის მატება გვაქვს, აუცილებელია დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას. მოგიწოდებთ, უკვე ცივ პერიოდში, ღია სივრცეშიც ატარეთ პირბადე, რომელიც 50-დან 75 პროცენტამდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. ამიტომ, გთხოვთ, ყველამ დავიცვათ მარტივი წესი, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან. ცოტა ხანს, ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, ჭირის დიდი სუფრები, დღეობები, მოვა ისევ ამის დრო, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს. გავრცელების ყველა წყარო, რაც გვქონდა ბოლო თვენახევარში, იწყებოდა ამ დიდი შეკრებებიდან. ამიტომ, ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონავირუსი, სურდოსავითაა და მალე გაივლის, არ არის სწორი. კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მილიონი შეეწირება. ის იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულოზი, შიდსი, მალარია, ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს. ამიტომ, დაცვის ერთადერთ საშუალებად, ვიდრე დამტკიცდება ვაქცინა, წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა