|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველასათვის საყვარელი "ხუტა უფროსი", მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ყველასათვის საყვარელი "ხუტა უფროსი" 1940 წელს  ქუთაისში დაიბადა. კინოში, როგორც თვითონ იხსენებდა, შემთხვევით მოხვდა. რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში მიიწვია სათამაშოდ, თუმცა არა „ხუტა უფროსი“, არამედ „ღინტუ“ უნდა ეთამაშა...  შემდეგ იყო „კუჩხი ბედნიერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“ და სხვა დასამახსოვრებელი როლები.

 გოვენ ჭეიშვილი გადაღებულია ასევე ფილმებში "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016)....
 
 1996 წლიდან ის ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობია.

"ნიუპრესის" არქივში შემონახულია მსახიობთან ვრცელი ინტერვიუ - მსახიობი, რომელმაც მაყურებელს მილიციელისადმი შიში გაუქრო. 

გოვენ ჭეიშვილს 9 ივლისს, ქუთაისში საფიჩხიის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავებენ.

ავტორი: ნიუპრესი