|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მურღულია, ლატარია, თევდორაძე–ვის ინტერესებს ეწირება ქალაქის კეთილდღეობა?

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე ორსართულიანი კაფის მშენებლობას აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" კაფის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს,  რადგან მის უკან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ინტერესებს ხედავს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, გია გოქაძის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც წლების წინ სკვერს წარმოადგენდა, დღეს ხელისუფლების გარიგებებს შეეწირა. გოქაძის განცხადებით, 2013 წელს "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე სკვერის გასხვისების შესაჩერებლად ხელუსუფლებამ მფლობელს ახალი ტერიტორია შესთავაზა. ტერიტორიის მფლობელად თავის დროზე შპს  "ანასტასია" სახელდებოდა. როგორც გოქაძე აცხადებს,  შპს "ანასტასია" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ლატარიას დედის საკუთრებაა. სწორედ ლატარიას, მურღულიასა და ყოფილ ვიცე–გუბერნატორს "გაპატრიოტებულ"  გოჩა თევდორაძეს შორის მოხდა გარიგება, რის საფუძველზეც ტერიტორიის ახალ მფლობელს სანაცვლო ფართი ქალაქის ცენტრში მისცეს და არა გარეუბანში.

გია გოქაძე მოითხოვს მშენებლობა შეჩერდეს, რადგან ქალაქის ქონების კერძო ინტერესებზე მორგება დააზარალებს ქალაქს და 150 000 მოსახლიდან რამდენიმე წელიწადში ქუთაისში 120 000 აღარ დარჩება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა