|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მწერალთა სახლის" ადგილზე სასტუმროს მშენებლობა 4 თვეში დაიწყება

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, "მწერალთა სახლის" ადგილზე 120-ნომერიანი სასტუმრო აშენდება.  კომპანიის გეგმებზე დღეს „m² წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

კომპანის წარმომადგენლის ირაკლი ბერიძის განცხადებით,  პროექტი მზად 4 თვეში იქნება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, პროექტის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება.   

მისივე თქმით, შენობა განთავდება ზუსტად "მწერალთა სახლის" კონტურზე და წინ არ გამოიწევს.  შენარჩუნდება ეზოში არსებული სიმწვანე და ლადო ასათიანის ძეგლი, რომელიც  იქ არის  განთავსებილი.

მწერალთა სახლისათვის ეზოში ცალკე შენობა აიგება. კომპანია ფართს შეთანხმებისამებრ, ქალაქის მერიას გადასცემს.

რაც შეეხება სასტუმროს,  შენობა ხუთსართულიანი იქნება, რომელსაც დაემატება ტერასა. 

"ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირველი პროექტი თბილისს გარეთ. მიგვაჩნია, რომ ქუთაისს აქვს დიდი პოტენციალი. ქუთაისში გვაქვს სხვა პროექტიც - გაპონოვის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გვგეგმავთ", - განაცხადა კომპანიის უძრავი ქონებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი  ბერიძემ.

მისი თქმით, ქუთაისში ცნობილი ბრენდების შემოსვლა ხელს შეუწყობს ქალაქით სხვა კომპანიების დაინტერესებასაც. 

 

"მწერალთა სახლის" ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება"

 

ავტორი: ირინა მაკარიძე