|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერისა და მძღოლების შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ქუთაისის მერიაში  ვიცე-მერისა  და მძღოლების მოლაპარაკება გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

მძღოლების წარმომადგენლები მერიაში მოსალაპარაკებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც მათ განუცხადეს, ქალაქის მერის ჩამოსვლამდე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. თავის მხრივ, მოლაპარაკებაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია მძღოლებმა ერთმანეთთან  უნდა შეათანხმონ.

როგორც "ნიუპრესს" მერიაში განუცხადეს, შეთანხმება გაფიცვის შეწყვეტაზე ჯერჯერობით მიღებული არ არის.  მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ცალკეული საკითხების განხილვა ხვალ უნდა გაგრძელდეს.

ნიუპრესის წყაროს განცხადებით,   მძღოლები  ამ დროისთვის ორ ვერსიას განიხილავენ. ისინი ფასების თვითნებურად გაზრდას, ან აქციის გაგრძელებას გეგმავენ.

ვიდრე მერიაში მძღოლების წარმომადგენელები იმყოფებოდნენ,  გაფიცულ მძღოლებს მერიის წინ საკრებულოს დეპუტატი შეხვდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა