|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას ქუთაისის მერიაში პასუხობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას ქუთაისის მერიაში პასუხობენ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, მიმდინარე წელს არც ერთი ხე არ მოჭრილა და არც მოიჭრება.

„გიორგი ჭიღვარია მერად არჩევის დროს დაპირდა მოსახლეობას, რომ იზრუნებდა ქალაქის  გამწვანების კუთხით და მის მიერ ხის მოჭრის ნებართვა არ გაცემულა და არც გაიცემა. პირიქით, ჩვენ მკაცრი ვართ ამ თემასთან მიმართებაში. რაც შეეხება გასულ წელს, მაგაზე ჩვენ ვერ ვუპასუხებთ, მაგრამ ხის მოჭრა, გადაბელვა და ტოტების შეჭრა ერთი არ არის. გადაბელვა არ ნიშნავს მოჭრას“-განაცხადა ზვიად ჯავახიამ. 

მისი თქმით, ჭიღვარიას მერობის პერიოდში ხის გადაბელვის გამო ფალიაშვილის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით 1000, გარემოზე ზიანის მიყენების მიზეზით 800 ლარით დაჯარიმდა.

 შეგახსენებთ, 2017 წელს ქუთაისის მერიის ნებართვის 2037 ძირი ხე მოიჭრა. ფაქტი დაფიქსირებულია გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ამსასახველ დოკუმენტში. ხეების ჭრის ფაქტი ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა