|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ნებართვით 2037 ძირი ხე მოიჭრა

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ხეების მოჭრას აპროტესტებს. საკრებულოს წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, გასულ წელს მერიის მიერ 2037 ხე მოიჭრა და რისთვისაც გარკვეული თანხა დაიხარჯა.

"ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია და ამის ფონზე, მერიის ნებართვით ააიპმა 2037 ძირი ხე მოჭრა.  არც არის ეს ზუსტი მონაცემი, ბევრი ხე უნებართვოდ მოიჭრა. ეს არის დანაშაული ქალაქის წინაშე და მოვუწოდებთ მერიას,  ბიუჯეტში გაითვალისწინონ თანხა გამწვანებისთვის და დაიწყოს ხეების დარგვა. მერიაში ამბობენ, რომ მუშაობენ რა ჯიშის ხეები უნდა დაირგოს, ამას არ უნდა ფიქრი, რასაც მოჭრიან,  დარგონ იმ ჯიშის ხე", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოჭრილი ხეების რაოდენობა და გაწეული სამუშაოებისათვის გახარჯული თანხა მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების დოკუმეტში ასახა.

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას ქუთაისის მერიაში უპასუხეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა