|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მაჟორიტარისგან მოტყუებული მოქალაქე ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

ქუთაისელი დათო კუბლაშვილის თქმით, ქალაქის  მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე მას ოპერაციისათვის საჭირო ფულის გადარიცხვას დაპირდა, თუმცა სიტყვა არ შეასრულა. ამიტომ, კუბლაშვილი  სანიკიძეს უნდობლობას უცხადებს და დახმარებას პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს.

დათო კუბლაშვილის თქმით, მას მიმდინარე წლის ორ თებერვალს, მინსკში თირკმელი გადაუნერგეს. ოპერაცია 38 000 დოლარი ღირს. როგორც კუბლაშვილი ამბობს, მინსკში  წასვლამდე ის მაჟორიტარს  ესაუბრა, რომელიც დახმარებას კიდევ ერთხელ დაპირდა. 

„გუბაზ სანიკიძემ პირობა მომცა რომ დამეხმარებოდა, მაგრამ მომატყუა. მინსკიდან იმ პირობით გამიომიშვეს, რომ თანხა მიმდინარე თვის ბოლომდე დაირიცხება. ხელწერილი დამაწერინეს. სანიკიძემ კიდევ აქეთ დამადანაშულა. შანტაჟიორი და ფულის გამთეთრებელი მიწოდა. თუ არ მეხმარებოდა, იმედი მაინც არ მოეცა,“ - ამბობს კუბლაშვილი.

ქუთაისის მაჟორიტარის ბიუროში აცხადებენ, რომ კუბლაშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

"მაჟორიტარს მისთვის არ უთქვმას, რომ აუცილებლად მოუგვარებდა ამ საკითხს. მან უბრალოდ უთხრა, რომ შეეცდებოდა მის დახმარებას," - აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა