|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ემშვიდობება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი თანამდებობას ტოვებს. როგორც ამ წუთებში გახდა ცნობილი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხვადაგიანი  ხვალ,  ბრიფინგზე გაახმოვანებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხვადაგიანს საკრებულოს წევრი, „ნაციონალი“ თამაზ მარგველაშვილი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ამირან ხვადაგიანს ქალაქის საკრებულოს პოსტი 2006 წლიდან უჭირავს. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, საკრებულოს ორგზის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია  „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ აქციებს მართავდა, ხოლო ახალგაზრდების ჯგუფმა თანამდებობაზე ხანგრძლივად ყოფნისათვის მას „ამირან მუდმივი“ უწოდა.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა