|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ელექტორონულ ტაბლოებზე უარს ამბობს?!

ქუთაისის მერიამ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული საინფორმაციო ტაბლოების დამონტაჟებაზე უარი თქვა. 

ქალაქში ელექტორონული ტაბლოების განთავსებას თბილისური კომპანია „აზრი“ გეგმავდა. 

დღესდღეობით ქუთაისში გაჩერებებზე არანაიარი  სახის საინფორმაციო დაფა არ არსებობს, რომლებიც მოქალაქეებს მიანიშნებს ამა თუ იმ გაჩერებაზე რა სახის ტრანსპორტი  ჩერდება.

2013 წელს ქუთაისის ბიუჯეტში საზგაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 1 517 000 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელი ატრიბუტის მოწესრიგებისთვის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.

რას ამბობენ ქუთაისის მერიაში და რატომ ეთქვა უარი თბილისურ კომპანიას ტაბლოების დამონტაჟებისათვის? სტატია იხილეთ ხვალ newpress.ge-ზე 


ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა