|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტაქსის მძღოლებს აყაჩაღებენ

ქუ­თა­ის­ში, კერ­ძო ტაქ­სის მძღო­ლები, ბოლო დროს გახში­რებულ ყაჩა­ღობებზე  ალა­პა­რაკ­დნენ.

ქუთაისში, ტაქ­სზე და­ნა­შა­უ­ლებრი­ვი თავ­დასხმის ფაქ­ტი, როგორც ირკვევა, ორი კვირის წინ, სა­ღო­რი­ის ტყეს­თან ახლოს მოხდა. "ხუთ­მა "კა­პი­შონგა­და­ფა­რებულ­მა" მძარ­ცველ­მა, სა­ღო­რი­ის გზა­ზე გად­მოიყვა­ნეს მძღო­ლი. მუ­ქა­რი­სა და ცე­მის ფონ­ზე, წა­არ­თვეს ფუ­ლი და ოქ­რო. ხოლო მან­ქა­ნა­, ორა­სი მეტ­რის მო­შო­რებით, ხეს­თან შეჯახებული და­უ­ტო­ვეს", - ამბობს ქუ­თა­ი­სე­ლი ტაქ­სის მძღოლი, რო­მე­ლიც სხვების მსგავ­სად, "ნიუპრესთან" დაყაჩა­ღების ფაქ­ტებზე საუბრი­სას, უსაფრთხოების მიზ­ნით, ანო­ნი­მუ­რობას იცავს.

ტაქსის მძღოლების თქმით, დანაშაულებრივი შემთხვევების მატების გამო, ისინი მგზავრებს უკვე სიფრთხილით არ­ჩე­ვენ და სა­ღა­მოს სა­ა­თებში მუშაობასაც ერი­დებიან. "ერ­თი თვის წინ, ჩემს მე­გობარს თავს და­ესხნენ. ამ ამბის შემ­დეგ კი უკ­ვე მეც ვცდი­ლობ, ღა­მით მგზავ­რი არ ავიყვა­ნო,“ - ამბობს ტაქსის მძღოლი.

ტაქსებზე თავ­დასხმის შემთხვე­ვების ზრდას, ქუთაისელი მძღოლები ამ­ნის­ტი­რებულ პა­ტი­მარ­თა დი­დ რა­ო­დე­ნობას  უკავ­ში­რებენ.

"მთვრა­ლი ბიჭები ჩაჯდებიან ტაქ­სში და ამბობენ:  "კაი ბიჭების მთავ­რობა მო­ვი­და­ო". ძა­ლი­ან ცუ­დი იქ­ნება თუ, ეს სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფ­რო მას­შტაბური გახდება", - აბობს ქუთაისელი კერძო ტაქ­სის მძღო­ლი.


ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა