|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ გამოცხადდა ქუთაისის ნაგავსაყრელი აკრძალულ ზონად?

ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე ნაგავსაყრელს მკაცრად აკონტროლებენ.

ნაგავსაყრელზე მისულ newpress–ის ჟურნალისტს ფოტოების გადაღების გამო  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენესაპარატის ჩამორთმევითა და დამტვრევით დაემუქნენ.

ადგილზე აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელი კერძო საკუთრებაა და იქ შესვლა აკრძალულია.

ამ დრომდე ნიკეაზე მდებარე ნაგავსაყრელი მერიის ბალანსზე იყო.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნაგავსაყრელების მართვა თვითმმართველობას ჩამოერთვა და ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე  ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე ნაგავსაყრელის გაუქმება და მისი სხვა ადგილას გადატანა უნდა მოხდეს.

ნიკეას ნაგავსაყრელზე კი კონსერვაციის ნაცვლად, ნარჩენები ისევ შეაქვთ.

რა ხდება ქუთაისის ნაგავსაყრელზე იხილეთ ფოტორეპორტაჟი newpress.ge-ზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა