|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის აღსადგენად სასამართლოდან მიმართვა არ მისვლიათ

ქუთაისის მერიაში, ქალაქის ყოფილი ვიცე-მერის, კოტე რატიანის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, ამ დრომდე გაადწყვეტილება არ მიუღიათ. 
როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე ლომიძე ამბობს, მათ საქალაქო სასამართლოდან ოფიციალური  მიმართვა  არ მისვლიათ. 
"საქალაქო სასამართლოდან ჩვენამდე არანაირი მომართვა არ წარმოუდგენიათ. ასე რომ, ჯერ გადაწყვეტლებას ვერ მივიღებთ. დაველოდებით ოფიციალურ მომართვას და ამის შემდეგ კანონშესაბამისად ვიმოქმედებთ," - ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის კოტე რატიანის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა დააკმაყოფიალა. სასამართლოზე ასევე განხილულ იქნა ქალაქის ყოფილი, მეორე  ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის სარჩელი. 
ქუთაისის ყოფილმა ვიცე-მერებმა სამართალდამცავ სტრუქტურებს მას შემდეგ მიმართეს, რაც ქუთაისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად მათ თაანმდებობები დაატოვებინეს. რეორგანიზაციის შემდეგ,  ვიცე-მერების პოსტზე, კოტე ლომიძე და გია შარაბიძე დაინიშნენ, ასევე დაემატა კიდე ერთი ვიცე–მერის პოსტი, რომელიც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თენგიზ თოფურიძემ დაიკავა. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა