|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აფხაზეთიდან დევნილთა საკითხებზე ახალი კავშირი იზრუნებს

დღეს, ქუთაისში "აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის" დამფუძნებლები დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდენენ. აღნიშნული ორგანიზაცია 5 თვის წინ ჩამოყალიბდა და აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით მუშაობს. კავშირის თავმჯდომარე, ლონდერ ცაავა აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დაფუძნებას პრემიერ–მინისტრის წინასაარჩევნო განცხადებამ შეუწყო ხელი.

"ივანიშვილი განმარტავდა, რომ დევნილებს ჭირდებათ წინსწრებად დახმარების გაწევა. ეს მუშაობა მიდის და მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ, რომ დევნილებს მხარში ამოვუდგეთ და მათგან წამოსულ ინიციატივებს მხარი დავუჭიროთ," – აღნიშნავს ლონდერ ცაავა. მის თქმით რეგიონში მცხოვრებ დევნილებს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. 
ქუთაისში გამართულ შეხვედრას წყალტუბოში მცხოვრები დევნილებიც ესწრებოდნენ. "ამათ უნდა დევნილები ხმების მოსაგროვებლად, ჩვენი პრობლემების დაძლევას ბოლო არ უჩანს. შემწეობა მოგვიხსნეს და დევნილებისთვის ბინების განაწილებაც უსამართლოდ ხდება," – ამბობს წყალტუბოში მცხოვრები დევნილი იამზე ალასანია.  
"აფხაზეთიდან დევნილთა კავშირი" ანალოგიურ შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც გამართავს.  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა