|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამინდის გაუარესების გამო ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობებს აფრთხილებს

ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებს აფრთხილებს , რომ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები გაატარონ. 
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია ამინდების შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით. 
"აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ დასავლეთ საქართველოში ყველა ადგილობრივ თვითმმართველობას ვაფრთხილებთ იმისათვის, რომ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ის შესაძლო საფრთხეები რაც შეიძლება ძლიერ წვიმებს და ქარიშხალს მოჰყვეს, ამის თავიდან ასაცილებლად რომ გადაუდებელი ღონისძიებები განახორციელონ ", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
მისივე თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გააფრთხილონ მოსახლეობა, რომ ავტომანქანები და სხვა მოძრავი საშუალებები მოარიდონ ხეებს, იმიტომ, რომ ხეების წაქცევამ, შესაძლოა, მათი დაზიანება გამოიწვიოს და ასევე განხორციელდება სხვა მსგავსი ღონისძიებები. 
"ალბათობა მაღალია ამინდის გაუარესებისა, არა მხოლოდ ვთქვათ, ჩვეულებრივი წვიმების თვალსაზრისით, ღრუბლების საკმაოდ დიდი კონცენტრაცია არის მოსალოდნელი, რაც, როგორც ჩანს, ძლიერ წვიმებს გამოიწვევს და ამით, შესაძლოა, გარკვეული სტიქიური მოვლენებიც იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ. ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის, ვერთვებით იმ ნაწილში, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობების გაფრთხილება, რომ შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები", - განაცხადა ნარმანიამ.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა