|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაგა–ბაღების დირექტორები გაათავისუფლეს

ქუთაისის 35-ვე საბავშვო ბაგა–ბაღიების დირექტორებს თანამდებობები დაატოვებინეს. გათავისუფლებული თანმშრომლების თქმით, მათ  გათავისუფლების შესახებ დღეს შეიტყვეს.

დირექტორები მათ გათავისუფლებას "ნაციონალების"  ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანიშვნას უკავშირებენ.

გათავისუფლებას რეორგანიზაციითა და კადრების შემცირებით ხსნიან "ბაღების გაერთიანების" ააიპში. როგორ იურისტი რამაზ იობიძე "ნიუპრესთან" საუბარში განმარტვს, ბაღებში გამოცხადდა სტრუქტურული რეორგანიზაცია,  რის შესახებაც ყველა თანამშრომლის გაფრთხილება მოხდა. "რეორგანიზაცია  7 აგვისტოს მთავრდება,  რის ფარგლებში გაერთიანების ბაგა–ბაღების ფილიალების დირექტორების შტატები გაუქმდა. ჩაბარდათ განცხადებები. ისინი მიიღებენ ერთთვიან კომპენსაციას"–განაცხადა რამაზ იობიძემ. რომელიც ბაღების ყოფილი დირექტორების მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ისინი "ნაციონალების" მიერ დანიშვნის გამო არ გაუშვიათ.

რაც შეეხება ფილიალების ხელმძღვანელებს, იობიძის განცხადებით, შესაძლოა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ბაღებში წარმომადგენლები დანიშნოს, რომლებსაც ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანს. 35 ბაღში დირექტორები შტატების შემცირების გამო გაუშვეს, ამასთან საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ  35–ივე ბაღში წარმომადგენლის დანიშვნით ახალი შტატები იქმნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილ

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა