|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამი ოთარის" ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს ჭრიან

ქუთაისში  "სამი ოთარის" ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს ჭრიან. სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში არსებული "სპეციალური სერვისების" სამსახური ატარებს. სამსახურის წარმომადგენელის, ავთანდილ  რობაქიძის განცხადებით, ისინი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამხმარ ხეებს ჭრიან: "მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ვჭრით გამხმარ ხეებს, რომ აქ ქარის ან ძლიერი წვიმის დროს დაზიანებული ხე არ წაიქცეს და ვინმე არ დააზარალოს",-განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.

ადგილობრივი მოსახლეების თქმით, ერთის მხრივ კარგია გამხმარი ხეების მოჭრა,თუმცა სამაგიერო უნდა დაირგოს.

"კარგია,რომ დაზიანებულ ხეებს ჭრიიან,თუმცა სამაგიეროდ ახალი ხეები უნდა დაირგოს. ქალაქი ისედაც გადატვირთულია , ჰაერი  ხომ გვინდა? ",- აღნიშნა ხატია როდონაიამ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა