|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის სამინისტრომ 133 ვაკანსია გამოაცხადა

ჯანდაცვის სამინისტრომ 133 სამუშაო ადგილზე ვაკანსია გამოაცხადა, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა თეა სტურუამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „დასაქმების პროგრამის“ პრეზენტაციისას განაცხადა, მისი თქმით,  ჯანდაცვის სამინისტრომ 133 სამუშაო ადგილზე ვაკანსია გამოაცხადა. „მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ დასაქმება, მომართონ დასაქმების პროგრამის დეპარტამენტს. "22 პოზიციაზე 133 სამუშაო ადგილია. დამსაქმებელი ზაფხულის პერიოდში გააქტიურებულია, ეს უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის ტურისტული სეზონისა და სექტემბრისთვის მზადებას. თუმცა, სამსახურის მაძიებლები ზაფხულობით პასიურები არიან. ამიტომ მივმართავთ მათ, დარეგისტრირდნენ worknet.ge-ზე, სადაც შესაძლებელია ონლაიან რეგისტაცია, თუ ადამიანს არ აქვს წვდომა ინტერნეტპროდუქტთან, მას შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ცენტრს. მათ შორის თბილისში 5 მუნიციპალურ ცენტრს და ცენტრალური ოფისის დასაქმების ცენტრის დეპარტამენტს. დღეს არსებული ვაკანსიების ხელფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. ვაკანსიები არ არის მხოლოდ თბილისის მასშტაბით. გვაქვს ვაკანსიები სამეგრელოში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში და მცხეთაში. რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების უმეტესობა ამჯერად გვაქვა თბილისში“- განაცხადა სტურუამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა