|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინოვაციების ცენტრები შეიქმნება

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრას იმერეთში იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცეგუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ინოვაციების ცენტრების შექმნას გულისხმობს, პრეზენტაცია წარადგინეს.  "პროექტის მიზანი არის საქართველოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების დანერგვით, ასევე მეწარმული უნარების განვითარებით. ინოვაციების ცენტრებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და დისტანციურ სწავლებასთან"–განაცხადა პაატა ნადირაძემ.                დაწესებულებებში საერთო სამუშაო სივრცეც შეიქმნება, სადაც მეწარმის, სტუდენტის, გლეხისა და სხვათა დაკავშირება მოხდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში იმ ადგილების შერჩევა მიმდინარეობს, სადაც ინოვაციის ცენტრები შეიქმნება. ასევე, რეგიონული საჭიროებების იდენტიფიცირება და პოტენციალის შესწავლა ხდება. პროექტის განხორციელებაში სამოქალაქო სექტორი და არასამათვარობო ორგანიაციები აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა