|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი იუსტიციის მინისტრს ზღუდავს

პარლამენტში შესული კანონპროექტების მიხედვით, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ზრდის ხარჯზე  იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილება იკვეცება. კერძოდ, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეების, ასევე სახალხო დამცველის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებების დაწყებისა თუ მათი პასუხიმგებლობის საკითხს იუსტიციის მინიტრის ნაცვლად მთავარი პროკურორი წყვეტს.  

პარლამენტში შემოსული რამდენიმე კანონპროექტის  მიხედვით, პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ საკნონმდებლო ორგანოში წინადადება იუსტიციის მინისტრის ნაცვლად მთავარ პროკურორს შეაქვს. გარდა ამისა, დეპუტატის  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის, საქართველოს პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავების, დაპატიმრების ან ჩხრეკის შესახებ მოთხოვნას წარადგენს მთავარი პროკურორი.  ასევე, ქვეყნის სახალხო დამცველის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში მისი დაკავების ან დაპატიმრებული ომბუდსმენის გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორი მიმართავს.

პარლამენტში შესული ინიციატივების განხილვა, რომლებიც უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს ეკუთვნის,  საკანონდებლო ორგანოში ჯერ არ დაუწყიათ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა