|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანანა კობახიძე: „ქუთაისში მთავრობის სახლი საჭირო არ იყო“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, ქუთაისში მთავრობის სახლის აშენება საჭირო არ იყო. ხოლო მთავრობის სახლის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ ქუთაისში არსებული შენობის ბედს მთავრობა გადაწყვეტს.

„ აქ იყოს მთავრობა და სამინისტროები თბილისში, ეს უბრალოდ შეუძლებელია. აბსოლუტურად ტყუილად იყო გაღებული მთელი ეს ხარჯები. ეს სახლი როგორც ვიცი მთავრობის ბალანსზეა. რა  დატვირთვა მიეცემა მას და  და რამდენად უსაფრთხოა ეს შენობა, ამაზე თვითონ მთავრობა იმსჯელებს,“ - ამბობს კობახიძე.

ქუთაისში, მთავრობის სახლის გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კითხვები აქვთ  უმცირესობაში. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით,  მისთვის გაუგებარია რატომ არ მოდიან მთავრობის წარმომადგენლები ქუთაისში და რატომ არ თანამშრომლობენ პარლამენტთან.

„ეს შენობა განკუთვნილი არის სწორედ იმისთვის, რომ არ გართულდეს პარლამენტის ურთიერთობა მთავრობასთან. იმიტომ, რომ კანოპროექტების განხილვისთვის ჩვვენ გვჭირდება მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია. შენობაც განკუთვნილია  იმისთვის, რომ ეფექტური იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება მინისტრებზე,“ - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.  

ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე საქართველოს მთავრობის სახლის გაუქმების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს მიიღო.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა