|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიუპრესის" საახალწლო ნომინაციები - 2015 (ვიდეო)

წლის დასასრულს, ტრადიციულად, ყველა შესრულებულ სამუშაოებს  აჯამებს.  განვლილი წელი  საინტერესო  მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, რომელთა  მიხედვით, დავაწესეთ  ნომინაციები და გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ.

"წლის აქტიური რესპოდენტის" ნომინაციაში გაიმარჯვა  ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა  ნატო ქათამაძემ.

"წლის რეიტინგული რესპოდენტი" - ნატო ნემსაძე  გახდა, რომელმაც საზოგადოებას  თავი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული კომენტარით დაამახსოვრა.

 "წლის ენერგიული რესპოდენტი" - პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი  გოგი წულაია გახდა.

"წლის მოთხოვნადი რესპოდენტი"- ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

 "წლის სკანდალი"- საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის სულხან ქობულაძის დაპირისპირება.

  "წლის დაპირისპირება" - ნატო ქათამაძისა და სამსონ გუგავას ურთიერთბრალდებები.

 "წლის ოცნება" - პორტის ქუთაისში გადმოტანა, რომელიც პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ გააჟღერა.

 "წლის უჩინმაჩინი" -ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე.

 "წლის საკადრო ცვლილება" - გუბერნატორის პოსტიდან ზაზა მეფარიშვილის გადაყენება.

 "წლის  პროექტი"- გელათის ქუჩა.

 "წლის მოვლენა"- ქუთაისში კანალიზაციის ქსელის მოსაწესრიგებლად  110 მილიონის გამოყოფა. 

 "წლის მოულოდნელობა"- თინიკო მარდალეიშვილის "ნაციონალების" ოფისში შეჭრა.

 "წლის დარბევა"- „ნაციონალების“ ოფისზე თავდასხმა.

 "წლის აუხდენელი სურვილი"- "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს."

 "წლის დაზარალებული" - პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე.

"წლის პოლიტიკური სიმღერა" - იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.

"წლის ცეკვა" - საკრებულოს დეპუტატების  ირმა პეტრიაშვილისა და დავით წიტაიშვილის დუეტი.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა